|
|
 |
Главная страница |
 |
|
რამოდენიმე დღის წინ ჩვენ რედაქციას მეგრული, სვანური და ლაზური ენების აღიარებისთვის აქტიურად მებრძოლი იურა ღვინჯილია ესტუმრა. რედაქცია, ამ პიროვნების არანორმალურ მოთხოვნებზე, მაგალითად როგორიცაა საქართველოს სკოლებში სწავლების მეგრულ ენაზე დაწყება და ცენტრალური ტელევიზიების მაუწყებლობის ენის მეგრულით შეცვლა, ყურადღებას შეგნებულად არ ამახვილებდა. მას შემდეგ რაც ღვინჯილიამ გვითხრა, რომ, სააკაშვილი–მერაბიშვილის ხელისუფლება მის ლიკვიდაციას გეგმავს გადავწყვიტეთ შველის სათხოვნად მოსული ქართველი არ გაგვეწბილებინა. ღვინჯილიამ აგვიხნა, რომ სახლში კონტრდაზვერვის თანამშრომლები მიუვარდნენ და დაემუქრნენ: თუ მეგრული ენის პოპულარიზაცია განვითარებისთვის მუშაობას არ შეწყვეტ მოგკლავთ ან უკეთეს შემთხვევაში დაგატუსაღებთო–ო. განათლების ცენტრ „კოლხიდას" ხელმძღვანელი, მასზე თავდასხმის მცდელობაში გუბერნატორ ზაზა გოროზიას ადმინისტრაციასაც ადანაშაულებს.
აქვე, ჟრნალ „ღია ბოქლომის" სახელით აღვნიშნავ, რომ მეგრული ენის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი გვაქვს, მაგრამ სეპარატისტულ აზრებსა და აზროვნებას მხარს არასოდეს დავუჭერთ. მეგრული არის ერთ–ერთი უძველესი ქართველური ენა, რომელიც დიდი ყურადღების ღირსია, ხოლო საკითხის მიმართ ღვინჯილიასეული მიდგომა არასწორად მიგვაჩნია.
სანამ ინტერვიუს შემოგთავაზებდეთ გავეცნოთ ნაწყვეტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს 2010 წლის საშობაო ეპისტოლედან:
"როგორც ცნობილია, XIX ს-ის ბოლოს მეფის რუსეთის იმპერიაში შემუშავდა "მეცნიერული" კონცეფცია (დაყავი და იბატონეს პრინციპის გათვალისწინებით) საქართველოში მეგრულ-ლაზურ-ქართულ-სვანური ენებისა და კულტურების დამოუკიდებლად არსებობის შესახებ.
ეს პროცესი, მეტ-ნაკლებად ფარულად, კვლავაც მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურება".
იურა ღვინჯილია:- ჩემს მიმართ აგორდა ორგანიზებული, საინფორმაციო ტერორი პრესაში. მაგალითად ინტერნეტში. ჩემ დისკრედიტაციაში მონაწილეობას იღებდნენ: სამეგრელოს გუბერნატორის ზაზა გოროზას ადმინისტრაციის თანამშრომლები; ზუგდიდის თეატრის მმართველი მაია კალანდია; საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელი გივი ახალაია და სხვა ანტიმეგრული კომპანიის „აკტივისტები”. იყო შეურაწყოფა და მუქარა, რომ მომკლავდნენ. კეთდებოდა რასისტური შინაარსის განცხადებები. ბრალს მდებდნენ რუსეთის აგენტობაში. ახლახანს, სახლში მომივარდნენ სამეგრელოს კონტრდაზვერვის რეგიონალური სამმართველოს თანამშომლები და გამაფრთხილეს თუ არ გაჩერდები ნარკოტიკებს ან იაღაღს დაგიდებთ სახლში ან საერთოთ გაგაქრობთო.
რას ითხოვთ? ნუთუ ასეთ საფრთხეს წარმოადგენთ ხელისუფლებისთვის?
–საქართველოში ანტიმეგრული იდეოლოგია სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანული და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი რომ სპეცსამსახურები გეგმავენ ჩემ ლიკვიდაციას. თუ რამე დამემართა სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ სააკაშვილი–მერაბიშვილის ხელისუფლებას.
მე მხოლოდ სახელმწიფოებრივი ინტერესი მამოძრავებს და ვიბრძვი უძველესი ქართველური ენების მეგრულის, სვანურის და ლაზურის შენარჩუნება განვითარებისთვის.
არამარტო ხელისუფლება, არამედ საზოგადოებაც გაემიჯნა მეგრულ ენას, ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანია, მეგრული და სვანური ენებისთვის შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, ანუ ენებს უნდა მიენიჭოს რეგიონალური ენის სტატუსი და მასზე გავრცელდეს ევროპის ქარტიით გათვალისწინებული ნორმები, მაგალითად, როგორიცაა ტელე-რადიომაუწყებლობის არსებობა მეგრულ ენაზე. ამ ეტაპზე ენის შენარჩუნება გადარჩენისთვის ეს იქნებოდა არაჩვეულებრივი გზა.
გაერო-ს დასკვნების მიხედვით არამარტო მეგრული, არამედ ქართული ერიც არის შეტანილი გადაშენების პირას მდგარ ერებს შორის. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ, რომ გადავრჩეთ.
ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ საკითხის წინ წამოწევა გამოიწვევს იმ სცენარის განვითარებას, რაც აფხაზეთში მოხდა. აფხაზებმაც ხომ ასე დაიწყეს ბრძოლა ენის აღიარებისთვის და შემდეგ, დამოუკიდებლად არსებობის სურვილიც გაუჩნდათ?
-ყველაფერი შესაძლებელია. როდესაც არსებობს პრობლემა და მას ყურადღებას არავინ აქცევს, მაშინ შესაძლოა, პრობლემა უმართავი გახდეს, ამიტომ საჭიროა საზოგადოების მეტი აქტიურობა.
რატომ გგონიათ რომ ხალხი მხარს დაგიჭერთ?
–ევროსაბჭოში გაწევრიანებისას 1999 წელს საქართველომ აიღო ვალდებულება ერთი წლის განმავლობაში ხელი მოეწერა რეგიონალურ ან ეროვნულ უმცირესობათა ენების შესახებ ევროპულ ქარტიისათვის და მოეხდინა მისი რატიფიცირება. თუმცა 10 წლის გასვლის შემდეგაც, ქარტია არ არის რატიფიცირებული და ეს საკითხი საზოგადოებაში არც განხილულა.
პოლიტიკური ვალდებულებების დარღვევა ისევე მიუღებელია, როგორც საერთაშორისო კანონის ნებისმიერი დარღვევა.
ქარტიის მიზანია ენის შენარჩუნება-განვითარება და არა ამ ენაზე მოსაუბრე მოქალაქეების პოლიტიკური უფლებების დაცვა.
როგორც ლინგვისტები ვარაუდობენ საუკუნის ბოლომდე მსოფლიო ენათა ნახევარი გაქრება.
ენები უფრო სწრაფად კვდებიან ვიდრე მცენარეები და ცხოველები. წითელ წიგნში შეიძლება შევიტანოთ 40%-ზე მეტი მსოფლიო ენა, რომელთა გაქრობა გარდაუვალია ეს მაშინ, როდესაც მცენარეთა 8%-ს და ცხოველთა 18%-ს ემუქრება გაქრობის საფრთხე. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ყოველთვე დაახლოებით ორი ენა კვდება. ენებთან ერთად კვდება განუმეურებელი კულტურა, წყდება სულიერი კავშირი წარსულთან. ენებთან ერთად კვდება ხალხი. დათვლილია, რომ ბოლო 500 წლის განმავლობაში დაკარგულია დაახლოებით ნახევარი ენები, რომელთაც ფლობდა კაცობრიობა და დარჩენილი 6000 ენიდან ნახევარსაც დაკარგავს რამოდენიმე ათწლეულში. მათ შორის იქნებიან სვანური, ლაზურ-მეგრული ენები.
ხალხი მეხსიერების, ენის დაკარგვით კარგავს ეროვნულ იდენტობას სახელმწიფო კი ტერიტორიებს.
რა კეთდება საქართველოში სვანურ ლაზურ-მეგრული ენის გადასარჩენად?!– არაფერი! დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში მეგრული ენისათვის სტატუსის მინიჭება იქნებოდა კარგი მაგალითი აფხაზებისათვის, რომ ქართულ სახელმწიფოში შესაძლებელია თვითმყოფადობის შენარჩუნება-განვითარება. თუმცა ამ ენებისადმი დისკრიმინაციული პოლიტიკის მაგალითზე მათვის გასაგები ხდება რომ მათ ენას როგორც მეგრულს საქართველოში სრული განადგურება ელოდება. ამით რუსებმა ქართველების ხელით შესძლეს ანტიქართული განწყობის დამკვიდრება. რუსებმა იგივე განწყობა დაამკვიდრეს სამეგრელოში და თავიანთი აგენტურული ქსელის მეშვეობით ცდილობენ საქართველოში საზოგადოებას თავს მოახვიონ იდეოლოგია თითქოსდა მეგრული არის დიალექტი და არა ენა. გარკვეული ჯგუფები გმობენ ბიბლიის თარგმას მეგრულ ენაზე, მეგრული ენისათვის სტატუსის მინიჭებას, ევროპული ქარტიის რეგიონალური ენების შესახებ რატიფიცირებას, საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას და ა.შ.
შექმნილია ახალი მეგრულ-ქართული ეთნოკონფლიკტის წინაპირობა, როდესაც არსებობენ „მჩაგვრელი" ქართველები, რომლებიც არ აძლევენ „დაჩაგრულ" მეგრელებს თავიანთი ენის შენარჩუნება-განვითარების შესაძლებობას.
მსოფლიოში ეთნოკონფლიქტების გამომწვევი ძირითადი მიზეზი არის ხალხის ლინგვისტური უფლებების, ისტორიულ-კულტურული მეხსიერების შეურაწყოფა.
ჩვენ გამოვეცით მეგრულ ენოვანი გაზეთი „შურობუმუ" (სამშობლო) გაზეთის პირველი ნომერი ძირითადად დაეთმო მოხსენებას განათლების ცენტრ "კოლხიდა"-ს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ვწერდით, რამდენად გათვალისწინებულია სამეგრელოს რეგიონში, მეგრულად მოსაუბრე მოსახლეობის ინტერესები. გასაოცარი ის აღმოჩნდა, რომ სამეგრელოში მეგრული ენის შენარჩუნება-განვითარება სრულიად იგნორირებულია სახელმწიფოს მხრიდან.
მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მიმართვისა, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისადმი ჩვენი მიმართვები პასუხგაუცემელი დარჩა.
მეგრეელი ხალხის კიდევ ერთ შეურაცყოფათ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ზუგდიდს ჩამოერთვა ქალაქის სტატუსი...
ილია ჩაჩიბაია. 16:26 12-01-2011
http://boqlomi.blogspot.com/2011/01/blog-post_12.html
|
ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს! ბატონო მიხეილ,
როგორც მოგეხსენებათ, სამეგრელოს რეგიონი დასახლებულია ხალხით, რომელთა სასაუბრო რეგიონალურ ენას წარმოადგენს მეგრული. ევროსაბჭოში გაწევრიანებისას 1999 წელს საქართველომ აიღო ვალდებულება ერთი წლის განმავლობაში ხელი მოეწერა რეგიონალურ ან ეროვნულ უმცირესობათა ენების შესახებ ევროპულ ქარტიისათვის და მოეხდინა მისი რატიფიცირება. თუმცა 10 წლის გასვლის შემდეგაც, ქარტია არ არის რატიფიცირებული და ეს საკითხი საზოგადოებაში არც განხილულა. ქართული სახელმწიფოს მხრიდან უარის თქმა, შეასრულოს თავისი ვალდებულება აღებული საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, არის გააზრებული პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს მეგრული ენის, როგორც მეგრელთა თვითმყოფადობის ძირითადი ელემენტის განადგურებას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთერთ ძირითად მიზნად, როგორც გაცხადებულია წესდებაში, გახლავთ წახალისება და განვითარება, პატივისცემისა ადამიანის უფლებების და ძირითად თავისუფლებების მიმართ ყველასათვის განურჩევლად რასისა, სქესისა, ენისა და სარწმუნოებისა. ვხელმძღვანელობ რა შემდეგი მუხლების მდგომარეობით: 1. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო შეთანხმება: მუხლი27. იმ ქვეყნებში, სადაც ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი უმცირესობები არსებობენ, იმ პირებს, რომლებიც მათ მიეკუთვნებიან, არ უნდა აეკრძალოთ უფლება ამ უმცირესობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, აღიარონ თავიანთი კულტურა, რელიგია და გამოიყენონ თავიანთი ენა. 2. ეროვნულ და ეთნიკურ, რელიგიურ და ენობრივ უმცირესობათა უფლებების დეკლარაცია (მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ; 1992 წლის 18 დეკემბრის რეზოლუცია 47/135) მუხლი 1 1. ქვეყნებმა თავიანთ ტერიტორიებზე უნდა დაიცვან უმცირესობების არსებობა, მათი ეროვნული ან ეთნიკური, კულტურული, რელიგიური და ენობრივი თვითმყოფადობა და შექმნან პირობები ამ თვითმყოფადობის განვითარებისათვის. 3. ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ მუხლი 6 1. მხარეები წაახალისებენ ტოლერანტობისა და კულტურათშორისი დიალოგის სულისკვეთებას და მიიღებენ ეფექტურ ზომებს მათ ტერიტორიებზე მცხოვრებ ყველა პირს შორის ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მხარდასაჭერად, კერძოდ, განათლების, კულტურისა და მასმედიის სფეროში, მიუხედავად ამ პირების ეთნიკური, კულტურული, ლინგვისტური ან რელიგიური კუთვნილებისა.
4. ევროპული ქარტია რეგიონალური ან უმცირესობათა ენების შესახებ ნაწილი I მუხლი 1 - განსაზღვრებები ამ ქარტიის მიზნებისათვის: ა) "რეგიონალური ან უმცირესობათა ენები" ნიშნავს ენებს, რომლებიც: ი. ტრადიციულად გამოიყენებიან სახელმწიფოს შესაბამის ტერიტორიაზე ამ სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ, რომლებიც რიცხობრივად უფრო პატარა ჯგუფს წარმოადგენენ, ვიდრე ამ სახელმწიფოს დანარჩენი მოსახლეობა; და იი. განსხვავდებიან სახელმწიფოს ოფიციალური ენისაგან (ენებისაგან); იგი არ მოიცავს სახელმწიფოს ოფიციალური ენის დიალექტებსა და არც მიგრანტების ენებს; ბ) "ტერიტორია, რომელზედაც გამოიყენება რეგიონალური ან უმცირესობის ენა" ნიშნავს გეოგრაფიულ რაიონს, სადაც აღნიშნული ენა გამოხატვის საშუალებას წარმოადგენს იმ რაოდენობის ხალხისათვის, რომ ამ ქარტიით გათვალისწინებული სხვადასხვა დამცავი და ხელშემწყობი ზომების მიღება გამართლებული იყოს;
5. საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 6 2. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. მუხლი 38 1. საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ.
ვ ა ც ხ ა დ ე ბ ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ საქართველოს პარლამენტს, უახლოეს სესიაზე წარუდგინოთ საკანონდებლო ინიციატივა შემდეგ საკითხებზე 1. საქართველოს პარლამენტის მხრიდან რეგიონალურ ან ეროვნულ უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირება. 2. საექსპერტო კომისიის შექმნა, რომელიც დაადასტურებს მეგრული ენის, როგორც დამოუკიდებელი ენის სტატუსს. 3. მეგრულ ენისთვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭება და გავრცელება მეგრულ ენაზე ქარტიით გათვალისწინებული ნორმებით. დაუშვებლად მიმაჩნია ქართული სახელმწიფოს მხრიდან მეგრული ენისადმი დისკრიმინაციული პოლიტიკის გაგრძელება. გთხოვთ, დაგვიდასტუროთ ზემოაღნიშნული ზომების მიღებით ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური ნება, უზრუნველყოს მეგრული ენის შენარჩუნება-განვითარება. პატივისცემით იური ღვინჯილია მცხოვრები: ქ. ზუგდიდი ტ: 899 46 79 02 E-mail margaluri@gmail.com 18.08.2009 წ. ... Читать дальше »
|
An appeal of the association center of education “KOLKHIDA” to the world community. We report to you that in the Georgian state the Mengrelian region is represented by the status of an administrative and territorial unit.The mengrelian region is populated by the people whose colloquial regional language is Mengrelian. The interests of te people talking in the regional Mengrelian language are ignored in the Georgian state, wich is manifested by the fact that the Mengrelian language hasn’t the status of a language.Respectively, there is no legislative basis for retaining, developing and applying this language in social life. The Georgian constitution and legislation doesn’t recognize the Mengrelian language and it’s banished from social life. For instance, the public idea of translating the Bible into Mengrelian,caused an open aggression of the official clergy. It was outraged by the mere idea of translating the Bible into Mengrelian. The people in Mengrelia, on the contrary,were surprised, why the Bible can’t be translated into Mengrelian when it’s translated into different languages of the world.There were political talkshows held on the “Imedi”, one of the influential political radios, in which not onely the efforts of the Bible translation, but even the recognition of the Mengrelianas a language was denounced – to hamper spredding over the Mengrelian language such vital rights of the European charter about regional and minority languages as education, culture, means of information, etc. Without stimulating the use of a regional language in social life, it’s impossible to retain and develop it. The region Mengrelia has its historical legacy, it represents the Kolkhida Kingdom(XII c.b. c.) – that is the political and historical legacy of the ancient Golden Fleece culture, it has its geographical bounds, one of the most ancient and richest with its lexical stock (more then 9 ml) – the coloquial Mengrelian language. The independent political status of Mengrelia was revoked by violence in 1867 as a result of the occupation by the Russian Empire. Despite numerous appeals to the local and federal authorities, the above mentioned problems are ignored by them. Contrary we are subjected to obliqe threats. This state of things has caused us to appeal to the world community. We are asking to you to come interested in Mengrelian ethnic tragedy and to help us retain and develop the Mengrelian language. * * *Обращение Центра Просвещения КОЛХИДА к международной обществености Доводим до Вашего сведения что в Грузинском государстве регион Менгрелия представлен административно-территориальным статусом. Менгрелия населена народом, разговорный региональный язык которых является Менгрельский. Интересы людей, говорящих на менгрельском языке игнорирированы в Грузинском государстве, Менгрельский язык не имеет статус языка. Соответственно нет законодательной основы для создания условий сохранения, развития и применения этого языка в общественной жизни. Грузинская конституция, законодательство не признаёт Менгрельский язык, и он вытеснен из общественной жизни. Например, общественная идея перевода Библии на менгрельский, вызвало открытую агрессию Высшего духовенства. Население в Менгрелии, напротив, было удивлено, почему Библия не может быть переведена на Менгрельский, когда она переведена на множество языков мира. На политических ток-шоу, проводимые на одной из влиятельных политических радиостанций "Imedi" осуждалось не только возможность перевода Библии, а также признание Менгрельского независимым языком.В обществе насаждается мнение что Менгрельский является диалектом Грузинского, цель данной политики не допустить распространения на менгрельский язык норм Европейской хартии региональных языков и языков национальных меньшинств таких как образование,средства массовой информации и т.д. на региональном языке так-как нормы хартии не распространяются на диалекты.Без поощрения применения регионального языка в общественной жизни невозможно создать условия для сохранения и развития этого языка.Регион Менгрелия имеет свое историческое прошлое и представляет политическое историческое наследие Колхидского царства(12в.до н.э.)страна культуры "золотого руна". Имеет свои географические границы.Независимый политический статус Менгрелии был упразднен в 1867г. в следствии окупации Российской Империей.Менгрельский язык является одним из самых древних языков мира а по словестному запасу самый богатый язык мира более 9млн. слов.Несмотря на наши неоднократные обращения к местным и федеративным властям вышеизложенные проблемы игнорированы властями Грузии.более того в нас адрес осуществляются косвенные угрозы.Сложившаяся ситуация вынудила нас обратится к международной общественности.Просим Вас заинтересоваться трагедией Менгрельского народа и оказать содействие в распространении норм Европейской хартии региональных языков на менгрельский язык; МЕНГРЕЛИЯ.ЗУГДИДИ kolkhidacentre@mail.ru
* * *ასოციაცია განათლების ცენტრი "კოლხიდა"-ს მიმართვა მსოფლიო საზოგადოებისადმიმოგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფოში სამეგრელოს რეგიონი წარმოდგენილია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სტატუსით, სამეგრელოს რეგიონი დასახლებულია ხალხით, რომელთა სასაუბრო რეგიონალურ ენას წარმოადგენს მეგრული. ქართულ სახელმწიფოში იგნორირებულია რეგიონალურ მეგრულ ენაზე მოსაუბრე მოსახლეობის ინტერესები, რაც გამოიხატება იმაში, რომ მეგრულ ენას არ გააჩნია ენის სტატუსი. შესაბამისად, ენის შენარჩუნება-განვითარებისათვის და ამ ენის საზოგადოებრივ ცხოვრებაში გამოყენებისათვის არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა. საქართველოს კონსტიტუცია, კანონმდებლობა არ ცნობს მეგრულ ენას და იგი განდევნილია საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. მაგალითად, საზოგადოებრივ აზრს, ბიბლიიის მეგრულად თარგმნის შესახებ, მოჰყვა საპატრიარქოს დაუფარავი აგრესია, როგორ შეიძლება ბიბლიიის მეგრულად თარგმნა, აღშფოთებას არ მალავდა საპატრიარქო. სამეგრელოში კი პირიქით, ხალხი გაკვირვებული იყო, რატომ არ შეიძლება ბიბლიის მეგრულად თარგმნა, როცა ბიბლია ნათარგმნია მსოფლიოს სხვა და სხვა ენებზე. ერთ-ერთ გავლენიან პოლიტიკურ რადიო "იმედი"-ს ეთერში იმართებოდა პოლიტიკური თოქ-შოუები, სადაც დაგმობილი იყო არა მარტო ბიბლიის მეგრულად თარგმნის მცდელობა, არამედ თვით მეგრულის ენად აღიარება, რომ არ გავრცელებულიყო მეგრულ ენაზე ევროპის ქარტიის რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ის აუცილებელი ნორმები, როგორიცაა განათლება, კულტურა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და სხვა. საზოგადოებრივ ცხოვრებაში რეგიონალური ენის გამოყენების წახალისების გარეშე შეუძლებელია ენის შენარჩუნება-განვითარება. სამეგრელოს რეგიონს აქვს თავისი ისტორიული წარსული, იგი წარმოადგენს კოლხიდის სამეფოს (ძვ. წ. XII ს) ანუ ოქოს საწმისის კულტურის ქვეყნის პოლიტიკურ და ისტორიულ მემკვიდრეს. აქვს გეოგრაფიული საზღვრები, მსოფლიოში ერთერთი ყველაზე უძველესი და ლექსიკური მარაგით ყველაზე უმდიდრესი სალაპარაკო მეგრული ენა (9 მილიონზე მეტი). სამეგრელოს დამოუკიდებელი პოლიტიკური სტატუსი იძულებით იქნა გაუქმებული 1867 წელს რუსეთის იმპერიის ოკუპაციის შედეგად. მიუხედავად ადგილობრივი და ფედერალურ... Читать дальше »
|
|
 |
Copyright MyCorp © 2012 |
 |
|
|